ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

მოდრიჩი: მილანი უღიმღამობით ვერ დაკმაყოფილდება

ლუკა მოდრიჩმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა „მილანში“ გადასვლა.

ორშაბათს, 39 წლის ნახევარმცველმა „როსონერისთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, ხორვატმა „რეალი“დატოვა, სადაც 13 სეზონი გაატარა.

„ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი იტალიის ჩემპიონატს და მილანი ჩემი საყვარელი გუნდი იყო. იმ დროს ხორვატიაში მილანს დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი იყო. იქ ზვონიმირ ბობანი თამაშობდა, რომელიც ჩემი კუმირი იყო.

ახლა აქ ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ და ახალი თავგადასავლის მოლოდინში ვარ“.

– რამ დაგარწმუნათ მილანის შეთავაზებაში?

„ევროპაში დარჩენა მინდოდა, კონკურენტუნარიან ტურნირში თამაში. კიდევ რამდენიმე შეთავაზება მქონდა, მაგრამ როდესაც მილანი მოვიდა, ყველაფერი ნათელი გახდა. თავიდანვე დავინტერესდი.

მომხიბვლელი იყო ის ფაქტი, რომ იგლი ტარე (მილანის სპორტული დირექტორი) ხორვატიაში ჩამოვიდა, რათა მილანის პროექტის შესახებ მოეყოლა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კლუბს ეჩვენებინა, თუ რამდენად დიდი ინტერესი აქვთ ჩემ მიმართ.

მილანი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. ის ვერ დაკმაყოფილდება უღიმღამობით და უნდა დაისახოს უმაღლესი მიზნები - მოიგოს ტიტულები, კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს. სწორედ ამიტომ ვარ აქ“.

- თქვა მოდრიჩმა კლუბის ოფიციალურ გვერდთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები