ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ატალანტასთან თამაში შეუძლია | როგორია კვარას მდგომარეობა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „ლანსს“ დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა. ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, მაგრამ მის წინააღმდეგ იუხეშეს და 30-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია.

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, Footmercato-მ „კვარას“ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. Footmercato-ს მიხედვით, ხვიჩას სერიოზული არაფერი სჭირს და არის შანსი, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს.

„პარი სენ-ჟერმენს შეუძლია, ხვიჩა კვარაცხელიას იმედი ჰქონდეს. პირველადმა ტესტებმა მცირედი დაზიანება გამოავლინა და შესაძლოა, ატალანტასთან სათამაშოდ მზად იყოს. სანახავია, ლუის ენრიკე გარისკავს თუ არა“, - წერს Footmercato.

ცნობისთვის, 4 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი“ სატურნირო ცხრილს 12 ქულით ლიდერობს. 17 სექტემბერს, კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ათას სისულელეს ამბობს“ | უმარის მენეჯერის განცხადება და მერაბის სასაცილო პოსტი
„ათას სისულელეს ამბობს“ | უმარის მენეჯერის განცხადება და მერაბის სასაცილო პოსტი