გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„თანაბარი თამაში იქნება“ | ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა ტოტენჰემთან მატჩზე ისაუბრა

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა, ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ტურნირს „ტოტენჰემთან“ მატჩით გახსნის და, ტორალის თქმით, მის გუნდს ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლია კონკურენციის გაწევა.

„გუნდში საოცარი ატმოსფეროა. მსოფლიოს საუკეთესო კლუბების წინააღმდეგ ვითამაშებთ, რაც ნამდვილად პრივილეგიაა და გამარჯვების პერსპექტივით აღფრთოვანებული ვართ. ესპანეთის ჩემპიონატის ტოპ-კლუბებთან მუდამ კონკურენტუნარიანები ვართ და ეჭვი არ მეპარება, რომ ტოტენჰემთანაც ასე იქნება.

ტოტენჰემი სწრაფი, ინტენსიური და ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ისინი მეტოქის ნახევარზე ინდივიდუალურ პრესინგს შესანიშნავად თამაშობენ, თუმცა იარაღები ჩვენც გვაქვს. განსხვავებული სტილის მქონე მეტოქეების წინააღმდეგ სოლიდურად გამოვიყურებოდით და შანსი ნამდვილად გვაქვს. ტოტენჰემმა სერიოზული ინვესტიცია განახორციელა, მაგრამ ვფიქრობ, გამარჯვება შეგვიძლია. მგონია, რომ თანაბარი მატჩი იქნება და მეტოქის საჯარიმოში გადამწყვეტ თამაშს რომელი გუნდიც აჩვენებს, ის მოიგებს.

ატლეტიკოსთან მარცხის მიუხედავად, მშვიდად ვარ. გასული სეზონის შემდეგ, მყარ საფუძველზე ვდგავართ და ვიცით, რომ ატლეტიკოსთან ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, თუმცა ფეხბურთი სწორედ ასეთი სპორტია. იმ მატჩიდან უკვე სამი დღე გავიდა და შეგვიძლია, ჩვენს საუკეთესო დონეს დავუბრუნდეთ.“

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემი“ მასპინძლის სტატუსით იქნება და მატჩი დღეს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატალანტასთან თამაში შეუძლია | როგორია კვარას მდგომარეობა
ატალანტასთან თამაში შეუძლია | როგორია კვარას მდგომარეობა