ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„ვერ გავრისკავდი“- დე ლაურენტისმა კვარაცხელიას გაყიდვაზე ილაპარაკა

ნაპოლის პრეზიდენტმა, „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ, Sky Sport-თან ინტერვიუ მისცა, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა.

აურელიო დე ლაურენტისმა განმარტა, თუ რატომ გაყიდა ქართველი ფეხბურთელი.

„კონტე შესაძლოა კვარას დაკარგვით იყო გაბრაზებული, მაგრამ მე ვერ დავუშვებდი მე-17 მუხლის ამოქმედებას და იმ რისკს, რომ ხვიჩა თავისუფალი აგენტის სტატუსით წასულიყო. მე არ შემეძლო ასეთი სიამოვნება მიმენიჭებინა კვარასთვის, ასევე მისი აგენტისა და მამისთვის, ამიტომ იძულებული გავხდით, იანვარში გაგვეყიდა ის,“ – განაცხადა დე ლაურენტისმა.

ცნობისთვის, მე-17 მუხლი ფეხბურთელის მიერ კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტას ითვალისწინებს - იმ პირობით, რომ ის გადაუხდის კლუბს კომპენსაციის სახით თანხას, რომელიც კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენილ პერიოდში ხელფასის სახით უნდა მიეღო.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია პსჟ-ში „ნაპოლიდან“ მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. პარიზელებმა მის სანაცვლოდ „პარტენოპეის“ 70 მილიონი ევრო გადაუხადეს.

გეტყვით ასევე, რომ ხვიჩა იტალიური გუნდის ღირსებას 2022-2025 წლებში იცავდა.  მან 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სანახაობა, რომელიც სერია A-ს აკლია“ - კვარას იტალიური მედია აფასებს
„სანახაობა, რომელიც სერია A-ს აკლია“ - კვარას იტალიური მედია აფასებს