“ჩემი გოლი თავიდან უნდა ვნახო“ - კვარა ატალანტას დამარცხების შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში პარი სენ ჟერმენმა ატალანტას უმასპინძლა და მარტივად 4:0 დაამარცხა.
გამარჯვებაში თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელმაც ბერგამოულ კლუბს ეფექტური გოლი გაუტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.
კვარაცხელია:
„ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ის გავაკეთეთ, რაც გვინდოდა. კარგად ვითამაშეთ, ჩვენი საქმე შევასრულეთ და მოვიგეთ. ჩემი გოლი? ნამდვილად არ მახსოვს, თავიდან უნდა ვნახო. რომელს ვამჯობინებ, ამას თუ ასტონ ვილას წინააღმდეგ? უპირატესობას ასტონ ვილას წინააღმდეგ გატანილ გოლს ვანიჭებ.
უმჯობესდება, თუ არა გუნდი? დიახ, ვფიქრობ ეს ასეა. ყოველდღე ვმუშაობთ და სულ უფრო უკეთესები ვხდებით. ლანსთან მიღებული ტრავმის შემდეგ, ცოტა პრობლემები მქონდა, მაგრამ ექიმებმა მითხრეს, რომ ყველაფერი რიგზეა.“
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში ლუის ერნიკეს გუნდი კატალონიის ბარსელონას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება პირველი ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.