მარკუს რაშფორდი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი: რაშფორდი მეტ შესაძლებლობას გვაძლევს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა „ნიუკასლთან“ მატჩი შეაფასა და მარკუს რაშფორდის თამაში განსაკუთრებით გამოყო. ინგლისელს „ბლაუგრანაში“ გადასვლის შემდეგ საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა.

კატალონიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში „ნიუკასლს“ სტუმრად 2:1 მოუგო.

„ფანტასტიკური ატმოსფერო იყო. ვნახეთ, რა ინტენსიურად თამაშობდა „ნიუკასლი“. ამას ველოდით კიდეც. ჩვენ თავდაჯერებულები ვიყავით და საკუთარი ძალების გვჯეროდა. ძალიან მნიშვნელოვანია სეზონის დაწყება სამი ქულით. გასულ სეზონში „მონაკოსთან“ დავმარცხდით. ეს გვეხმარება, რომ უკეთესები და უფრო უკეთესები გავხდეთ.

რაშოფრიდ? მის ასეთ თამაშს ვარჯიშებზეც ყოველთვის ვხედავთ და დღესაც ვნახეთ. მიხარია მის გამო. შეტევაში ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს და ის ერთ-ერთი მათგანია. მიხარია, რომ ის ჩვენთანაა. მეტ შესაძლებლობას გვაძლევს.

ეს ორი გოლი მარკუსს შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში ძალიან დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ის თავდაჯერებული იყოს და თავს კარგად გრძნობდეს. ეს გოლები მისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია.“

- თქვა ფლიკმა.

აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად გამართულ შეხვედრებში ინგლისურ კლუბებს ყველაზე ხშირად ამარცხებს. კატალონიელებმა ინგლისური გუნდების წინააღმდეგ 28 გასვლით მატჩში 12 გამარჯვება მოიპოვეს. ეს რეკორდული მაჩვენებელია. მეორე პოზიციაზე მადრიდის „რეალია“ - 9 მოგება, მესამეზე კი 8 გამარჯვებით „ბაიერნი“ იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები