თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ვირტუსის მეორე მოგება ფინალურ სერიაში | შენგელიას შესანიშნავი მატჩი

„ვირტუს ბოლონიამ“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იცავს, იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის „ბრეშას“ მეორე მატჩიც მოუგო - 75:65.

შესვენაბაზე გუნდები „ვირტუსის“ 7-ქულიანი უპირატესობის ფონზე გავიდნენ. მესამე მეოთხედში „ბრეშამ“ თამაში გამოასწორა, თუმცა ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვეს.

შენგელიამ თავისი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თოკომ პარკეტზე 32 წუთი გაატარა და მისი მონაგარი 15 ქულა, 8 მოხსნა და 7 ასისტი იყო. შენგელიამ 15-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 3-დან ორი სამქულიანი გააცუდა და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. „ბრეშას“ რიგებში საუკეთესო ჯეისონ ბერნელი იყო (21 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი).

ცნობისთვის, ფინალური სერიის მესამე მატჩი 17 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე მძიმე მარცხი | შერმადინის ნული და 105 ქულა მეტოქისგან
მეორე მძიმე მარცხი | შერმადინის ნული და 105 ქულა მეტოქისგან