რაულ ასენსიო
Aa
Aa

ასენსიოს საქმე - რეალის ფეხბურთელი სასამართლოს წინაშე წარდგება

მადრიდის „რეალის“ მცველი, რაულ ასენსიო სასამართლოს წინაშე წარდგება. ამის შესახებ AS-ი წერს.

საუბარია სექსუალური შინაარსის ვიდეოს გავრცელების საქმეზე. კერძოდ, 2023 წელს ცნობილი გახდა, რომ ასენსიო და „რეალის“ მესამე გუნდის 3 ფეხბურთელი არასრუწლოვანი გოგონას მონაწილეობით სექსუალური შინაარსის ვიდეოს ჩაწერისა და გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

მოსამართლემ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევას, ვიდეოჩანაწერის გავრცელებას და გაგზავნას მესამე პირებისთვის დაზარალებულთა ინფორმირების ან თანხმობის გარეშე და არასრუწლოვანთა ჩართვას პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოების შექმნაში.

მოგვიანებით მოსამართლემ ასენსიოს ვიდეოს ჩაწერისა და გავრცელების ბრალდება მოუხსნა, ამასთან მას ისევ ედავებიან ვიდეოს შენახვასა და მესამე პირებისთვის ჩვენებას.

18 წლის დაზარალებულმა ასენსიოს დადანაშაულებაზე უარი თქვა, 17 წლის გოგოს ბრალდება კი ძალაში რჩება. შესაბამისად, სამეფო გუნდის ფეხბურთელს 2,5 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

დღეს გრან-კამარიის სასამართლო ასენსიოს და საქმის კიდევ 3 ფიგურანტის პროცესის დაწყებას დათანხმდა. ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უნდა შევეგუოთ, რომ მსოფლიო გრანდებში აღარ ვართ“ - მიულერი სანაკრებო ამბებზე
„უნდა შევეგუოთ, რომ მსოფლიო გრანდებში აღარ ვართ“ - მიულერი სანაკრებო ამბებზე