ბრანისლავ ივანოვიჩი
Aa
Aa

ტრაგედია სერბეთში - ივანოვიჩის ბიძაშვილი გარდაიცვალა

სერბეთში ვეტერანებს შორის გამართული ამხანაგური მატჩის დროს ტრაგედია დატრიალდა. მაშინ, როდესაც 41 წლის ვეტერანი ფეხბურთელი დეიან მილოვანოვიჩი კუთხურის მოსაწოდებლად ემზადებოდა, გულის შეტევის გამო გონება დაკარგა, რის გამოც სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც უკვე მეორე ინფარქტი გადაიტანა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ჩელსის“ ლეგენდარულმა მცველმა ბრანისლავ ივანოვიჩმა გაავრცელა, რადგან მილოვანოვიჩი მისი ბიძაშვილი იყო.

მილოვანოვიჩი „ცრვენა ზვეზდა“ – „კორპორაციას“ მატჩში თამაშობდა, სადაც სანამ გონებას დაკარგავდა, ერთი გოლის გატანა მოასწრო. რაც შეეხება მისი ფეხბურთელის კარიერას, სამშობლოში სწორედ „რედ სტარში“ ასპარეზობდა და შვიდი ტიტულიც მოიგო, აქედან სამჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

2008-2009 წლების სეზონში „ლანსთან“ ერთად საფრანგეთის ლიგა 2-ის გათამაშება მოიგო, სხვადასხვა დროს საბერძნეთის „პანიონიოსსა“ და სერბეთის „ვოჟდოვაცში“ ასპარეზობდა, ფეხბურთის თამაშს თავი კი 2014 წელს დაანება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟოტას ხელფასი ოჯახს - ლივერპულის დიდსულოვანი საქციელი
ჟოტას ხელფასი ოჯახს - ლივერპულის დიდსულოვანი საქციელი