ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

„მოსაგებად ზუსტად ის გავაკეთეთ, რაც საჭირო იყო“ - დე ლა ფუენტე ურუგვაისთან მატჩზე

მსოფლიო ჩემპიონატზე, H ჯგუფის მესამე ტურში ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ურუგვაი მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ფურია როხას“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ განვლილი მატჩი შეაფასა.

ლუის დე ლა ფუენტე:

„მძიმე, ძალიან ინტენსიური, რთული და უმაღლესი დონის მატჩი იყო. მეტოქე ზედმეტი უხეშობით გამოირჩეოდა, მაგრამ მსაჯები სწორედ იმისთვის არიან, რომ წესების დაცვა უზრუნველყონ. თუმცა, ფეხბურთელებმა შექმნილი ვითარება იდეალურად გაიგეს და მოსაგებად ზუსტად ის გავაკეთეთ, რაც საჭირო იყო“.

„მსაჯობა? მხოლოდ ჩვენს საქმეზე ვკონცენტრირდებით. არ გვინდა, რომ რამე გვაჩუქონ, მაგრამ არც ის გვსურს, რომ რამე წაგვართვან. ყურადღებას არ ვაქცევთ მსაჯობასა და იმას, რისი კონტროლიც არ შეგვიძლია“.

„პლეი-ოფში გასვლა? იქ ვართ, სადაც გვინდა რომ ვიყოთ. ამას ჩვენი პრესტიჟი მოითხოვს და გვსურს ზრდა და წინსვლა გავაგრძელოთ. ვხედავთ, თუ რამხელა თანასწორობაა გუნდებს შორის, ჩვენ კი განვითარების გზაზე უფრო მეტ სათამაშო რიტმს ვიძენთ, რითაც ძალიან ბედნიერები ვართ“.

ამრიგად, H ჯგუფში პირველი ადგილი 7 ქულით ესპანეთმა დაიკავა მეორე პოზიციაზე კი 3 ქულით კაბო-ვერდე გავიდა. საგულისხმოა, რომ კაბო-ვერდელებმა სამივე მატჩი ფრედ ითამაშეს, რაც 1/16 ნაკრებში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. ურუგვაიმ 2 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციაზე გავიდა, თუმცა საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის ვერ მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მუსლერამ შეცვლა თავად მთხოვა, ვალვერდე კი...“ - ბიელსამ მუნდიალზე კრახზე ისაუბრა
„მუსლერამ შეცვლა თავად მთხოვა, ვალვერდე კი...“ - ბიელსამ მუნდიალზე კრახზე ისაუბრა