„ვამაყობ ყველაფრით, რაც გუნდმა გააკეთა“ - კაბო-ვერდეს მწვრთნელი
მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფში, ტურნირის დებიუტანტმა, კაბო-ვერდეს ნაკრებმა სენსაცია მოახდინა და პლეი-ოფში გასვლა შეძლო. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, აფრიკელებმა საუდის არაბეთთან ფრედ, 0:0 ითამაშეს და ჯგუფში 3 ქულა დააგროვეს. საგულისხმოა, რომ კაბო-ვერდემ ჯგუფურის ეტაპის სამივე მატჩი ფრედ დაასრულა.
საუდის არაბეთთან მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პედრო ლეიტაო ბრიტომ პლეი-ოფში გასვლის ემოციებზე ისაუბრა:
„ვამაყობ ფეხბურთელებით, ვამაყობ ყველაფრით, რაც გუნდმა გააკეთა. მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლო მატჩი გოლის გაშვების გარეშე დავასრულეთ, რითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი სადებიუტო გამოსვლისას, როგორც ერმა... ჩვენმა ხალხმა ამ ყველაფრის გამო მილოცვა დაიმსახურა.
„არაბეთთან ერთი გოლი დაგვაკლდა, რათა კიდევ უფრო ბედნიერები ვყოფილიყავით, მაგრამ გუნდი მატჩის დასაწყისიდან ბოლომდე ყველაფერს აკეთებს მოსაგებად და ახლა კმაყოფილი ვარ. ამ წარმატებას ჩვენს ხალხს ვუძღვნით“, - განაცხადა პედრო ლეიტაო ბრიტომ.
H ჯგუფში პირველი ადგილი 7 ქულით ესპანეთმა დაიკავა მეორე პოზიციაზე კი 3 ქულით კაბო-ვერდე გავიდა. საგულისხმოა, რომ კაბო-ვერდელებმა სამივე მატჩი ფრედ ითამაშეს, რაც 1/16 ნაკრებში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. ურუგვაიმ 2 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციაზე გავიდა, თუმცა საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის ვერ მოხვდა.