„გუნდი გადაღლილი იყო და ამიტომ...“ - სოლბაკენმა საფრანგეთთან მარცხზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა კომენტარი გააკეთა თავის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურში საფრანგეთთან 1:4 წაგებულ მატჩში ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე მოედანზე არ გამოიყვანა.
რა თქვა სოლბაკენმა:
„ყველაფერი ძალიან მარტივადაა. სენეგალთან მატჩის შემდეგ ანალიზი გავაკეთეთ და დავინახეთ, რომ მე-80 წუთის შემდეგ ხუთი-ექვსი მოთამაშე ძალიან გადაღლილი იყო. ეს ეხებოდა დაცვის მთლიან ხაზსა და რამდენიმე ნახევარმცველს. ჩვენ ასევე ვიცოდით, რომ სენეგალთან თამაშის შემდეგ ნორვეგიას დღევანდელ მატჩამდე ძალების აღსადგენად ნაკლები დრო ჰქონდა.
შეგვეძლო ღირსეული მატჩის ჩატარება, მაგრამ ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. უნდა შეგვეფასებინა, რამდენად დიდი იყო ჩვენი მოგების შანსები გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით და რამდენად მზად ვიქნებოდით შემდეგი შეხვედრისთვის. ამიტომ ჩემთვის ეს აბსოლუტურად ცხადი გადაწყვეტილება იყო. ამავე აზრს იზიარებდნენ ფიზიოთერაპევტები, სამედიცინო შტაბი და ზოგიერთი მოთამაშეც კი. ისინი ამბობდნენ, რომ მათთვის ამ მატჩში თამაში მარტივი არ იქნებოდა“.
I ჯგუფში პირველი ადგილი 9 ქულით საფრანგეთმა დაიკავა. მეორე პოზიციაზე 6 ქულით ნორვეგია გავიდა, მეამე ადგილზე 3 ქულით სენეგალი, ბოლო მე-4 ადგილზე კი 0 ქულით ერაყი.