116 მილიონი ევრო ელიოტ ანდერსონში - მან.სიტის სატრანსფერო რეკორდი
საფეხბურთო სამყაროში მორიგი ხმაურიანი ტრანსფერი მზადდება. „მანჩესტერ სიტიმ“ და „ნოტინგემ ფორესტმა“ ელიოტ ანდერსონის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.
როგორც ფაბრიციო რომანო იუწყება, ინგლისელი ფეხბურთელი „სიტიში“ 116 მილიონი ფუნტის (დაახლოებით 153 მილიონი დოლარის) სანაცვლოდ გადავა. თანხა სრულად ფიქსირებულია და ბონუსებს არ მოიცავს.
„ნოტინგემ ფორესტი“ მთელი ზაფხულის განმავლობაში „მანჩესტერ სიტის“ რამდენიმე შეთავაზებას უარყოფდა, თუმცა საბოლოოდ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ანდერსონს, რომელიც ამჟამად ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება, აშშ-ში სამედიცინო შემოწმების გავლის ნებართვაც უკვე მისცეს.
ანდერსონის ტრანსფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება „სიტისთვის“, რომელიც ახალი მთავარი მწვრთნელის, ენცო მარესკას ხელმძღვანელობით ახალ ეპოქას იწყებს. კლუბში მიიჩნევენ, რომ მისი ენერგია, დაცვითი უნარები და ბურთთან ერთად სწრაფი წინსვლა იდეალურად შეავსებს როდრის.
გარდა ამისა, ანდერსონის დამატებით „სიტი“ შეეცდება შეავსოს ის დანაკლისი, რომელიც ბერნარდუ სილვას მადრიდის „რეალში“ გადასვლამ გამოიწვია.
„ნოტინგემ ფორესტისთვის“ ეს გარიგება ფინანსური თვალსაზრისით რეკორდული იქნება. კლუბი ფეხბურთელს „ნიუკასლიდან“ გაცილებით ნაკლებ ფასად შეუერთდა, ახლა კი მის სანაცვლოდ ისტორიულ თანხას მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ტრანსფერისთვის ბრძოლა ადრეულ ეტაპზევე შეწყვიტა, რადგან „ფორესტის“ მოთხოვნილი თანხა ზედმეტად ეძვირათ.
„მანჩესტერ სიტიმ“ კი უკან არ დაიხია და მზადაა საკუთარი სატრანსფერო რეკორდიც გააუმჯობესოს — აქამდე კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი 2021 წელს, ჯეკ გრილიშის სანაცვლოდ გადახდილი 100 მილიონი ფუნტი იყო.