ლიონელ მესი, ლუის სუარესი
Aa
Aa

კვლავ იმის შიმშილი აქვს, რომ საუკეთესო იყოს | სუარესმა მესიზე ისაუბრა

ურუგვაელმა ლუის სუარესმა Mundodeportivo-სთან ვრცელ ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

– გაგონებთ თუ არა ის იამალი ადრეულ მესის?

– შედარებები უმადური საქმეა. ისინი სხვადასხვა ტიპის ფეხბურთელები არიან. დიახ, ორივეს ერთნაირად ძლიერი მარცხენა ფეხი აქვს, ორივე უმაღლესი კლასისაა, მაგრამ მაინც სრულიად განსხვავებული მოთამაშეები არიან. შედეგები სახეზეა და ვხედავთ, რისი მიღწევა შეუძლია ლეოს ამ ასაკშიც კი. ვიმედოვნებთ, რომ ლამინი მინიმუმ იმავე დონემდე მაინც მივა.

– ელოდით მუნდიალზე მესის ასეთ თამაშს?

– აქ მასთან ერთად უკვე დიდი ხანია ვვარჯიშობ და კარგად ვიცი, როგორ ემზადებოდა მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ბევრი ვარაუდობდა და ფიქრობდა, რომ ის უკვე ასაკში იყო, თუმცა ლეოს კვლავ აქვს შიმშილი, რომ დარჩეს საუკეთესოდ და გააგრძელოს უმაღლეს დონეზე თამაში. ბოლო მატჩიც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორი ძლიერი მენტალიტეტი აქვს მას. მე-4 თუ მე-5 წუთზე პენალტს აცუდებს, მაგრამ მერე მაინც არ ნებდება და აგრძელებს მცდელობებს. წარმოიდგინეთ, ფსიქოლოგიურად რომ გატეხილიყო, მთელი არგენტინა ჩამოიშლებოდა; ეს გუნდის სისუსტის მაჩვენებელი იქნებოდა. მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია თავის მაღლა აწევა, ბრძოლის გაგრძელება და საბოლოოდ ორი გოლიც გაიტანა.

– როგორ მოემზადა მესი ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის? ის უფრო მოწიფული გახდა. როგორ უდგება ახლა ფეხბურთს?

– ძალიან ჭკვიანია. ზუსტად იცის, როდის წავიდეს წინ და როდის – არა. რაც მას გამოარჩევს, არის სურვილი, რომ ყოველ წამს განვითარდეს და საკუთარ თავს აჯობოს. დარწმუნებული ვარ, მას მიზნად არ დაუსახავს: „მინდა, საუკეთესო ბომბარდირი გავხდე“. არა, ეს თავისთავად მოხდა და მასაც ეს შესაძლებლობა მიეცა. ლეოს კვლავ სურს, გააგრძელოს თამაში და უმაღლეს დონეზე კონკურენცია. ბევრი გვეკითხება, თუ რატომ ვბრაზდებით ვარჯიშებზე დღემდე. იმიტომ, რომ ასეთები ვართ და ბავშვობიდან ასე შევეჩვიეთ ბრძოლას. და სანამ კარიერას არ დავასრულებთ, ეს ასეც გაგრძელდება. ჩვენთვის მარტივია აქ, მაიამიში ჩამოსვლა. მისთვისაც და თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ადვილია ვთქვათ: „მორჩა, აქ გავჩერდები, სანაპიროზე გავალ, აღარ ვივარჯიშებ, არაფერს გავაკეთებ და უბრალოდ ვითამაშებ“, თუმცა სხვაგვარად ვიქცევით და ეს მოედანზეც აისახება. ახლა, რაც ნამდვილად თვალშისაცემია, არის როგორც მისი, ისე ყველა იმ ფეხბურთელის პროფესიონალიზმი, რომლებიც შეერთებულ შტატებში თამაშობენ და დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმნიშვნელოვანესი გამარჯვება | ეკვადორმა გერმანიას მოუგო და პლეიოფში გავიდა
უმნიშვნელოვანესი გამარჯვება | ეკვადორმა გერმანიას მოუგო და პლეიოფში გავიდა