Le Parisien: კვარადონა დაბრუნდა
„ატალანტასთან“ ხვიჩას დიდებულ თამაშს ფრანგული პრესა უწყვეტად აფასებს.
გამონაკლისი არც Le Parisien-ი გახლავთ, რომელმაც ხვიჩას დაბრუნება შეაფასა და ქართველი შემტევის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„კვირას მან ტრავმა მიიღო და ატალანტასთან მატჩისთვის მოწყენილი ემზადებოდა. უდინეში გამართულ უეფას სუპერ თასის მატჩში ქართველი თავის თავს არ ჰგავდა. ენერგია და ბრწყინვალება აკლდა.
სრულიად განსხვავებული ვითარება იყო დღევანდელ მატჩში, რომელშიც გუნდს დუე და დემბელე აკლდა. კვარამ კი მარკინიოსის დახმარებით გუნდს სწორი მიმართულება უჩვენა - მან შოუ დადგა. ეს იყო სეზონში მისი მესამე მატჩი ძირითადიდან, მარჯვენა ფლანგზე, სადაც ხშირად ამბობენ, თითქოს ნაკლებად კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე მარცხნივ, მაგრამ ქართველი კვლავ „კვარადონას“ დაემსგავსა - ზედმეტსახელს, რომელიც ნეაპოლში არგენტინელი კერპის, მარადონას პატივსაცემოდ შეერქვა.
და დღეს უკვე - „კვარადონა“ დაბრუნდა“.
შეგახსენებთ, რომ UEFA-მ კვარა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
კვარას ყველა მომენტი VS ატალანტა