ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა სამატჩო განაცხადშია - ითამაშებს თუ არა კვარა ატალანტასთან

დღეს საღამოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ დაუპირისპირდება.

დღევანდელ შეხვედრაში ლუის ენრიკემ ქართველი შემტევი სამატჩო განაცხადში შეიყვანა. „ატალანტასთან“ გასამართი მატჩისთვის პარიზელთა 19-კაციანი შემადგენლობა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია და კან-ინ ლიც გხვდებიან.

ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „ლანსის“ წინააღმდეგ ორივე ფეხბურთელი ტრავმის გამო შეცვალეს. ხვიჩა კვარაცხელიამ დაზიანება მე-5 წუთზე მიიღო, რის შემდეგაც კიდევ 25 წუთი ითამადა და საბოლოოდ, 30-ე წუთზე ვეღარ შეძლო მატჩის გაგრძელება, სამხ. კორეელი ფეხბურთელი კი მეორე ნახევარში დაშავდა.

ფრანგულ მედიაში ვარაუდობენ, რომ დღევანდელ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობიდან კან-ინ ლი დაიწყებს, ხვიჩა კვარაცხელია კი სათადარიგოთა სკამზე იქნება. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ლუის ენრიკეს გადაწყვეტილების შემდეგ, თამაშამდე 1 საათით ადრე გაირკვევა.

„ატალანტასთან“ მატჩს პარიზელები მაინც დიდი დანაკლისით ხვდებიან. სხვადასხვა დაზიანებების გამო გუნდს უსმან დემბელე, დეზირე დუე და ბერალდო ვერ დაეხმარებიან. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო ვარჯიშებში სრულფასოვნად ვერ მოემზადა, დიდი შანსია, რომ დღეს თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთოს.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ატალანტას“ დაპირისპირება დღეს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ - ატალანტა | იქნება თუ არა ხვიჩა სასტარტოში?
პსჟ - ატალანტა | იქნება თუ არა ხვიჩა სასტარტოში?