ვერც რეიმსთან ითამაშებს? - დავითაშვილს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია
„სენტ-ეტიენი“ „რეიმსთან“ მატჩისთვის მზადებას განაგრძობს, თუმცა, როგორც ფრანგული მედია იტყობინება, ჯერჯერობით უცნობია, დაბრუნდება თუ არა მოედანზე „მწვანეების“ ქართველი ლეგიონერი ზურიკო დავითაშვილი.
როგორც იცით, ზურიკომ გასულ უქმეებზე „კლერმონთან“ მატჩი ბარძაყის კუნთის მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.
ფრანგული მედია წერდა, რომ ზურიკო მომდევნო ტურში თამაშს შეძლებს, თუმცა, როგორც გამოცემა Peuple Vert-ი წერს, ქართველს გუშინდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია და უახლოეს უქმეებზე მისი დაბრუნება საეჭვოა.
დავითაშვილი სეზონის სტარტს კარგ ფორმაში შეხვდა, ლიგა 2-ში გამართულ 4 მატჩში მის ანგარიშზე უკვე 2 გოლია, ხოლო ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 2 შეხვედრაში კი გოლი (თურქეთთან) და ასისტი (ბულგარეთთან) მიითვალა.
აქვე გეტყვით, რომ 5 ტურის შემდეგ ზურიკოს „სენტ-ეტიენი“ 11 ქულით ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. მომდევნო მატჩს „მწვანეები“ 20 სექტემბერს შინ, „რეიმსის“ წინაარმდეგ გამართავენ.