ილია თოფურია
Aa
Aa

„ყველა ოჯახს მხარდაჭერას ვუცხადებთ, თქვენთან ვართ“ | ილიას კომენტარი

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. „ელ მატადორი“ მადრიდში გამართულ New Economy Forum-ზე იყო მიწვეული და კომენტარი საკუთარ მომავალზეც გააკეთა.

„ომის შესაჩერებლად რაღაცის გაკეთების საშუალება რომ მქონდეს, აუცილებლად ვიზამდი, რადგან მას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. არავის გვინდა, ადამიანები იხოცებოდნენ, გვინდა, ყველაფერი პირიქით ხდებოდეს. არავის გვინდა, ვინმეს სასმელი წყალი ან საკვები აკლდეს. აქედან, ღაზაში მცხოვრებ ყველა ოჯახს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ჩვენ თქვენთან ვართ.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, ნელ-ნელა უფრო რთული ხდება გიპასუხოთ, ჩემი მომდევნო ნაბიჯი რა იქნება. მინდოდა, მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი, შემდეგ მინდოდა, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მეორე ლეგენდა დამემარცხებინა, შემდეგ კი ახალი მიზანი დავისახე, მაღალ წონაში გადავედი და ორი დივიზიონის ჩემპიონი გავხდი.

ახლა რა უნდა მოხდეს? არ ვიცი, შეიძლება, მომდევნო ნაბიჯი საკრივო ორთაბრძოლა იყოს. როდესაც კრივში გადასვლაზე ვსაუბრობ, მინდა, მეტოქედ საუკეთესო მოკრივე მყავდეს. Pound for Pound რეიტინგის პირველი ნომერი ტერენს კროუფორდია და სწორედ ის მინდა.“

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ბოლოს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ იჩხუბა და მეტოქე პირველივე რაუნდში დააფინიშა. ილია მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და ახალი მეტოქის მოლოდინშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი დინამიტი“ | ფრანგულმა გამოცემამ ზურიკოზე დაწერა
„ნამდვილი დინამიტი“ | ფრანგულმა გამოცემამ ზურიკოზე დაწერა