ილია თოფურია, დიეგო ლოპესი
Aa
Aa

„ნამდვილი ველურია“ - რეი მისტერიომ თოფურია გამოარჩია

WWE-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ოსკარ გუტიერეს რუბიომ, იგივე „რეი მისტერიომ“ UFC-ის ფავორიტი მებრძოლი დაასახელა და ილია თოფურიაც გამოარჩია.

რას ამბობს „რეი მისტერიო“:

„UFC-ში ბევრი მერბძოლი მომწონს, მაგრამ ბოლო პერიოდში დიეგო ლოპესი ერთ-ერთია იმათგან, ვისაც აქტიურად ვაკვირდები, ძალიან კარგი ბიჭია... თოფურია? ვფიქრობ, ის ველურია. მოუთმენლად ველი, როდის იქნება მისი მომდევნო ბრძოლა და ვინ იქნება მისი მეტოქე.“

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ბოლოს UFC 317-ზე იჩხუბა. „ელ მატადორი“ ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდა და ბრაზილიელი მებრძოლი პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. „დუ ბრონქსთან“ გამარჯვების შემდეგ, ილია UFC-ის Pound for Pound რეიტინგის პირველი ნომერი გახდა.  

რაც შეეხება თოფურიას მომდევნო მოწინააღმდეგეს, უცხოურ პრესაში ჯასტინ გეიჯის, პედი პიმბლეტისა და არმან ცარუკიანის ვარიანტებს აჟღერებენ. დღეს, არმანმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ილიამ მასთან უნდა იჩხუბოს ან ქამარი ვაკანტური გახადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეტყობა, მართლა მთვრალი იყო“ - რუსმა მოკრივემ თოფურია გააკრიტიკა
„ეტყობა, მართლა მთვრალი იყო“ - რუსმა მოკრივემ თოფურია გააკრიტიკა