ილია თოფურია, ტერენს კროუფორდი
Aa
Aa

„ეტყობა, მართლა მთვრალი იყო“ - რუსმა მოკრივემ თოფურია გააკრიტიკა

WBC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ვეტერანმა რუსმა მოკრივემ, გრიგორი დროზდმა ილია თოფურიასა და ტერენს კროუფორდს შორის განვითარებულ სიტყვიერ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თოფურიას მხრიდან კროუფორდის გამოწვევა სულელურ ნაბიჯს ჰგავს.

რას ამბობს დროზდი:

„თოფურიას მხრიდან კროუფორდის გამოწვევა იგივეა, რომ ველოსპორტში, ტურ დე ფრანსის გამარჯვებულმა და მსოფლიო ჩემპიონმა, ფორმულა 1-ში ფერნანდო ალონსოს ველოსიპედით გადაასწროს. ეს ნამდვილად სულელურად ჟღერს და ვფიქრობ, თოფურიას ეს თავადაც კარგად ესმის. შესაძლოა, როდესაც ამბობდა, რომ კროუფორდს ერთი დარტყმით დაანოკაუტებდა, მართლა მთვრალი იყო. სერიოზული გაბედულობა უნდა გქონდეს, რომ ასეთი სისულელე თქვა. ამის თქმა მეც კი გამიჭირდებოდა, კროუფორდის გამოწვევა ყველასთვის დიდი გამოწვევაა.“

„როდესაც კიკბოქსინგიდან კრივში გადავედი, ორი წელი პირდაპირი მნიშვნელობით სხეულის მოძრაობის სწავლას დავუთმე. რომ აღარაფერი ვთქვათ დარტყმაზე ან მოძრაობაზე. ჩემი მოძრაობები ნულის ტოლი იყო. როდესაც სხვა სპორტში გადადიხარ, ადეკვატურად უნდა შეაფასო შენი შესაძლებლობები, თუნდაც მონათესავე სპორტიდან. პრაქტიკაში, ადგილობრივი მსოფლიო ჩემპიონის ერთი დარტყმით დამარცხებას ვერ შეძლებ. ეს წარმოუდგენელ უნარებს მოითხოვს. მე შემიძლია, რომ ტომარას ძლიერად დავარტყა, მაგრამ რინგზე ყველაფერი განსხვავებულია. ეს ეხება როგორც კრივს, ისე MMA-საც.“

ცნობისთვის, გრიგორი დროზდი WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონი 2014 და 2016 წლებში იყო.

შეგახსენებთ, რომ კროუფორდი და თოფურია ბოლო პერიოდში ერთმანეთზე აქტიურად საუბრობენ. ილიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „ბადს“ პირველივე შეხებით დაანოკაუტებს. ამაზე კროუფორდმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ელ მატადორი“ ალბათ მთვრალი იყო, როდესაც ეს განცხადება გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კროუფორდისა და თოფურიას ჩხუბი? | როგორია დენა უაითის პოზიცია
კროუფორდისა და თოფურიას ჩხუბი? | როგორია დენა უაითის პოზიცია