გერმანული მედია: ზივზივაძე 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება
გერმანიის ბუნდესლიგის გასულ ტურში ბუდუ ზივზივაძემ დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ წითელი ბარათი მიიღო.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.
ზივზივაძე ჰაიდენჰაიმს ჰამბურგის, აუგსბურგის და შტუტგარტის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. სამწუხაროდ, ბუდუ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს პრაქტიკის გარეშე შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი გერმანულ კლუბში 2025 წლიდან თამაშობს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ასევე გეტყვით - ჰაიდენჰეიმმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 3 მატჩიდან სამივე წააგო და ბოლო ადგილზე იმყოფება. ბურთების შეფარდება - 1 გატანილი, 7 გაშვებული.