ვოლკანოვსკი: „ახალი თაობის მებრძოლებს ჭკუას ვასწავლი“
რამდენიმე დღის წინ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართა დიეგო ლოპესსა და ჟან სილვას შორის, რომელშიც პირველმა მათგანმა მეორე ნოკაუტით დაამარცხა. შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდნენ, რადგან სილვას ბოლო პერიოდში საოცარი პროგრესი ჰქონდა, თუმცა ლოპესთან გამკლავება ვერ შეძლო, რაც ამ წონის ჩემპიონისთვის ალექსანდრ ვოლკანოვსკისთვის მოულოდნელი სულაც არ ყოფილა.
რას ამბობს ვოლკანოვსკი
ჟან სილვას ბევრი ლაპარაკი უყვარს, ოქტაგონში კი ჯერჯერობით განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია. საერთოდ, ეს ახალი თაობის მებრძოლების სენია და ისინი საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულები არიან. მჯერა, რომ სილვას ძალიან იოლად დავამარცხებ და მას რომ განსაკუთრებული არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ამაში დიეგო ლოპესმა რამდენიმე დღის წინ ყველა დაგვარწმუნა.
ცნობისათვის, ლოპესთან წაგების შემდეგ სილვამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მის თანამემამულეებს, ბრაზილიელებს კაიო ბორალიოსა და მაურისიო რუფის შეხვდება და განვლილ ბრძოლებს განიხილავენ, რადგან თვლის, რომ როგორც მან დიეგოსთან, ასევე ბორალიომ ნასურდინ იმავოვთან და რუფიმ ბენუა სენ დენისთან ერთი და იგივე შეცდომების დაშვების გამო წააგეს.