კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

მაკგრეგორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა | „იოლი გადაწყვეტილება არ ყოფილა“

კონორ მაკგრეგორმა ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარ კანდიდატურა მოხსნა. UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა.

„ფრთხილი დაფიქრებისა და ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებიდან ჩემს კანდიდატურას ვხსნი. მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მაგრამ დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში სწორი ნამდვილად გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ, ჩემი ერთგულება ირლანდიის მიმართ ამით არ მთავრდება. ჩემი ხალხის სამსახურში ყოფნას გავაგრძელებ და ჩემს პლატფორმას გამოვიყენებ, რათა ჩემი ქვეყანა და ხალხი უფრო მეტ ადამიანს გავაცნო. ეს ჩემი პირველი ცდა იყო პოლიტიკაში და მართალია, კანდიდატურა მოვხსენი, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ.

მინდა, ხალხი დავარწმუნო, რომ ეს ჩემი ბოლო არჩევნები არ იქნება. მომავალშიც მიხილავთ და თქვენთვის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ვიბრძოლებ“.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიელმა ბოლო ბრძოლა 2021 წლის ივლისში დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართა. ბოლო პერიოდში მის დაბრუნებაზე აქტიურად იწერება, მაგრამ UFC-ის ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ათას სისულელეს ამბობს“ | უმარის მენეჯერის განცხადება და მერაბის სასაცილო პოსტი
„ათას სისულელეს ამბობს“ | უმარის მენეჯერის განცხადება და მერაბის სასაცილო პოსტი