ლიონი, ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

“საყვარელი გუნდის გამო თავი გავწირე“ - მიქაუტაძე ლიონის დატოვებაზე

გუშინ ვილიარეალის შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა. დღეს კი ფრანგული მედია ქართველი თავდამსხმელის ინტერვიუს ავრცელებს, რომელშიც ის ამბობს, რომ ლიონისთვის თავი გაწირა.

მიქაუტაძე:

„სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 4-5 დღე იყო დარჩენილი. ვიცოდით, რომ ტრანსფერი უნდა განხორციელებულიყო. ვილიარეალთან ერთად მე ეს შესაძლებლობა მქონდა. დიახ, შემიძლია ვთქვა, რომ საყვარელი კლუბისთვის თავი გავწირე.“

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ლიონი ფინანსური პრობლემების გამო საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითდა. შემდეგ, გარკვეული დოზით ფინანსური პრობლემები აღმოიფხვრა და ლიონი ლიგა 1-ში დაბრუნდა თუმცა პრობლემები ბოლომდე არ მოგვარდა.

ამის გამო, ლიონს გიორგი მიქაუტაძის გაყიდვა მოუწია. ვილიარეალმა მის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაიხადა.

რაც შეეხება ჟორჟის ატლეტიკოსთან დებიუტს, მატჩი მთლიანად ყვითელმა წყალქვეშა ნავმა ჩააგდო და 2:0 დამარცხდა.

მიქაუტაძის მომენტები

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილის კარგი მატჩი - სპორტინგმა ფამალიკაუს მოუგო
ქოჩორაშვილის კარგი მატჩი - სპორტინგმა ფამალიკაუს მოუგო