პეპ გუარდიოლა, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

„მარცხი ჩემი ბრალია“ - რა თქვეს ამორიმმა და გუარდიოლამ მატჩის შემდეგ

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში, „მანჩესტერ სიტი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განვლილი მატჩი შეაფასა.

პეპ გუარდიოლა:

„ჩემი გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან შეიცვალა. ცხრა მოთამაშე მოვიდა, რამაც გუნდის ძირითადი ბირთვის ცვლილება გამოიწვია. დღევანდელი გამარჯვება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მოთამაშეები მანქანებივით იყვნენ და ძალიან აგრესიულად თამაშობდნენ.“

„ჰოლანდი? ის ჩვენთან გადმოსვლის დღიდან წარმოუდგენელია, მაგრამ ამ სეზონში იმაზე უკეთესია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ვიტყოდი, რომ ის ტრიპლეტის სეზონზე უკეთესიცაა.“

„ფოდენი ძალიან გვენატრებოდა, ის პრემიერ ლიგის წინა სეზონში ჩვენი საუკეთესო მოთამაშე იყო და ძალიან გვჭირდება. ის კლუბის გულია, აკადემიის აღზრდილი, რომელსაც „მანჩესტერ სიტი“ ძალიან უყვარს. მისი დაბრუნება კარგი ამბავია.“

რუბენ ამორიმი:

„ვეთამაშეთ მწვრთნელს, რომელმაც პრემიერ ლიგა შვიდჯერ მოიგო. მშენებლობის პროცესში ვართ და ვცდილობთ, ასეთ გუნდებს კონკურენცია გავუწიოთ.“

„არ ვაპირებ გამართლების მოძიებას, უკეთესად უნდა ვითამაშოთ. გასულ სეზონში „მანჩესტერ სიტი“ დავამარცხეთ და ფრეც ვეთამაშეთ, დღეს იმ მატჩებთან შედარებით კიდევ უფრო უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ დელატებში პირიქით, ძალიან ცუდები ვიყავით. მშენებლობის პროცესში ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა, გამარჯვება გვჭირდება.“

„ბედნიერი არ ვარ. დღეს ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გაიღო, დანარჩენი კი ჩემი ბრალია. ხანდახან იმედგაცრუებული ვარ, რომ უფრო მეტს არ დავრბივართ, მაგრამ დღეს ასე არ ყოფილა. დღევანდელი მარცხი ჩემი ბრალია და არა ფეხბურთელების. მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.“

„ვიცი, რომ ჩვენი გულშემატკივრებისთვის წაგება რთულია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერც ერთ მოთამაშეს ვერ დავადანაშაულებ ძალისხმევის ნაკლებობის გამო.“

4 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი 4 ქულით მე-14 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში პეპ გუარდიოლას გუნდი სტუმრად „არსენალს“ დაუპირისპირდება, „წითელი ეშმაკები“ კი საკუთარ მოედანზე „ჩელსის“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა ტრავმის გამო შეცვალეს - პსჟ-მა ბარკოლას დუბლით მოიგო
ხვიჩა ტრავმის გამო შეცვალეს - პსჟ-მა ბარკოლას დუბლით მოიგო