ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე, ბრედლი ბარკოლა
Aa
Aa

ხვიჩა ტრავმის გამო შეცვალეს - პსჟ-მა ბარკოლას დუბლით მოიგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „ლანსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

პარიზული გუნდისთვის ეს მატჩი მძიმე გამოდგა, რადგან ტრავმის გამო 3 ფეხბურთელი გამოაკლდა. დღევანდელ შეხვედრაში სხვადასხვა დაზიანების გამო უსმან დემბელემ და დეზირე დუემ ვერ ითამაშეს, დღეს კი ტრავმების გამო მოედნის ნაადრევად დატოვება ბერალდოს, ლის და სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიასაც მოუწიათ. მათ შორის ყველაზე მძიმე ბერალდოს დაზიანებაა. ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველმა შემტევმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მე-4 წუთზე, მის წინააღმდეგ ოდსონ ედუარმა იუხეშა. ხვიჩას მაშინვე სამედიცინო პერსონალის ჩარევა დასჭირდა, რის შემდეგაც მოედანზე დაბრუნდა და კიდევ 25 წუთი ითამაშა, თუმცა, 30-ე წუთზე შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ხვიჩას ტრავმის ეპიზოდი:

მისი დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით, უცნობია. მოედნის დატოვებამდე კვარა აქტიურობდა და კარგი მატჩი ჰქონდა.

ხვიჩას მომენტები:

რაც შეეხება გოლებს, გამარჯვებაში ლომის წილი ბრედლი ბარკოლამ დაიდო, რომელმაც მე-15 და 51-ე წუთებზე „ლანსის“ კარში დუბლი შეასრულა.

ბარკოლას გოლები:

4 ტურის შემდეგ პსჟ ლიგა 1-ში უდანაკარგოდაა და სატურნირო ცხრილში 12 ქულით პირველ ადგილს იკავებს. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს, სტუმრად „მარსელთან“ გამართავს, მანამდე კი 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უდინეზეს ზედიზედ მეორე გამარჯვება - გოგლიჩიძემ 75-ე წუთიდან ითამაშა
უდინეზეს ზედიზედ მეორე გამარჯვება - გოგლიჩიძემ 75-ე წუთიდან ითამაშა