უდინეზე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

უდინეზეს ზედიზედ მეორე გამარჯვება - გოგლიჩიძემ 75-ე წუთიდან ითამაშა

იტალიის სერია A-ს მე-3 ტურში, საბა გოგლიჩიძის „უდინეზე“ სტუმრად „პიზას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში უკვე 1:0 იყო. დამატებული დროის ჩათვლით გოგლიჩიძეს 20-წუთამდე დაეთმო და ეს პერიოდი დამაჯერებლად, უშეცდომოდ ჩაატარა.

„უდინეზემ“ ერთადერთი გოლი მე-14 წუთზე გაიტანა. გამარჯვების გოლის ავტორი იკერ ბრავო გახდა.

საბა გოგლიჩიძისთვის ეს მატჩი „უდინეზეს“ მაისურით სერია A-ში მეორე იყო. ქართველი მცველი მოედანზე იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურში, „ინტერის“ წინააღმდეგაც გამოჩნდა, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 მოიგო. ამ მატჩში გოგლიჩიძე მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებამდე შევიდა და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

3 ტურის შემდეგ „უდინეზე“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში დროებით მე-3 პოზიციაზე აღზევდა. დროებით იმიტომ რომ მის კონკურენტებს მე-3 ტურში თავისი შეხვედრები ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვთ. გოგლიჩიძის გუნდი მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „მილანს“ დაუპირისპირდება. მატჩი 20 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მიქაუტაძის დებიუტი ატლეტიკოსთან - ვილიარეალი დამარცხდა
    მიქაუტაძის დებიუტი ატლეტიკოსთან - ვილიარეალი დამარცხდა