იური ტაბატაძე, კადისი
Aa
Aa

„ტრანსფერი ზამთარში?“ - ტაბატაძეს სევილია აქტიურად აკვირდება

„კადისის“ ქართველი შემტევი, იური ტაბატაძე კიდევ ერთხელ მოექცა ესპანური მედიის ყურადღების ცენტრში და მის შესახებ ამჯერად ცნობილმა გამოცემა El Gol Digital-მა დაწერა.

სააგენტო წერს, რომ 25 წლის ფეხბურთელი „სევილიას“ ყურადღების ცენტრში მოექცა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ანდალუსიელები ტაბატაძეს აქტიურად დააკვირდებიან.

„დღეიდან „კადისის“ თავდამსხმელს „სევილიას“ სკაუტები ყურადღებით დააკვირდებიან. ანტონიო კორდონი მუდმივად ეძებს სევილიელებისთვის ამჟამინდელ და სამომავლო ტრანსფერებს, ამიტომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს. დიდი ალბათობით, ტაბატაძეს „კადისში“ საკვანძო სეზონი ელის, სადაც შეუძლია კლუბში გადამწყვეტი როლის მორგება, ამიტომ „სევილიასთვის“ მის ტრანსფერზე ფიქრი საუკეთესო იქნება.“

„ის შესაძლოა, ახალი კვარაცხელია იყოს და მისი მომავალი მალევე დაუკავშირდეს ანდალუსიურ გუნდს. ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, გახდება თუ არა ის ვარსკვლავი, მაგრამ აქამდე ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ის იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება. ის „სევილიას“ ყურადღების ცენტრში იქნება და შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარი მიზანიც გახდეს.“

„ქართველმა ფეხბურთელმა უკვე დაიმსახურა „კადისის“ გულშემატკივრების სიყვარული. ამ სეზონში მან უკვე გაიტანა სამი გოლი და ბოლო მატჩებში ქულების მოპოვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ტაბატაძემ ეს ყველაფერი სასტარტო შემადგენლობაში თამაშის გარეშე გააკეთა, რაც კიდევ უფრო მეტად იმსახურებს საქებარ სიტყვებს. მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე. ამ ეტაპზე, „სევილია“ არ აპირებს ისეთი ფეხბურთელის გაშვებას, რომლის უნარებიც მას მომდევნო კვარაცხელიად აქცევს. ანტონიო კორდონი ყურადღებით აკვირდება მის პროგრესს და შესაძლოა, იანვარში შეთავაზებაც გაუკეთოს“, - ნათქვამია El Gol Digital-ის სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ იური ტაბატაძემ ლა ლიგა 2-ში დებიუტის შემდეგ, „კადისის“ მაისურით 3 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო გასულ უქმეებზე, „რეალ სოსიედად B“-სთან ჩატარებული მატჩი, სადაც ტაბატაძე შეცვლიდან შემოვიდა და როდესაც მისი გუნდი 3:1 მარცხდებოდა, დუბლი შეასრულა და „კადისი“ მარცხისგან იხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“საყვარელი გუნდის გამო თავი გავწირე“ - მიქაუტაძე ლიონის დატოვებაზე
“საყვარელი გუნდის გამო თავი გავწირე“ - მიქაუტაძე ლიონის დატოვებაზე