ლივერპულმა მძიმე ბრძოლაში მოიგო - მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ სტუმრად „ბარნლის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
სამწუხაროდ, ქართველი მეკარე მერსისაიდელთა სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ იყო და არნე სლოტმა არჩევანი კვლავ ალისონ ბეკერზე შეაჩერა.
„ლივერპულმა“ შეხვედრა ბოლო წუთზე მოიგო. შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე მთავარმა მსაჯმა მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად მოჰამედ სალაჰმა შეასრულა და თავის გუნდს მორიგი სამი ქულა მოუტანა.
4 ტურის შემდეგ არნე სლოტის გუნდი პრემიერ ლიგაში კვლავ უდანაკარგოდაა. „ლივერპულს“ 4-დან 4 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში 12 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. მერსისაიდელები მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ევერტონის“ წინააღმდეგ გამართავენ.