“ბედნიერები ვართ“ - ერნიკე ნიცას დამარცხების შემდეგ
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენმა ნიცას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ენრიკე:
„ნიცა ძალიან ძლიერი გუნდია. დღეს უფრო მეტად იცავდნენ თავს, ვიდრე სხვა დროს. ვფიქრობ, მთელ შეხვედრაში ძალიან კარგად ვიმუშავეთ დაცვაში. პირველი 30 წუთი კარგი არ იყო, მაგრამ დანარჩენ ნაწილში, ვფიქრობ, გამარჯვებას ნამდვილად ვიმსახურებდით. ბურთის ფლობას მიჩვეულები ვართ - ეს ჩვენი მთავარი ძალაა.
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბოლო წამებზე შედეგი მოვიპოვეთ. გზას ვაგრძელებთ და ბედნიერები ვართ. გოლის ასეთი აღნიშვნა — თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყოს? როცა გესმის, როგორ მღერიან შენი გულშემატკივრები 94-ე წუთზეც კი, უნდა იბრძოლო, როგორც დღეს ვიბრძოლეთ. ბოლოს კი, ეს შესანიშნავი გახდა ყველასთვის, რადგან სამი ქულა მოვიპოვეთ.
რამოსის გამოყვანა? ყველაფერი გავაკეთეთ, რაც გვეგონა, რომ გამარჯვებისთვის დაგვეხმარებოდა. ვფიქრობდით, რომ უსმანისა და გონსალოს შემოსვლა მნიშვნელოვანი იქნებოდა. მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენ მართლაც ძალიან ბედნიერები ვართ.“
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი მატჩის 94-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასით გონსალუ რამუშმა გაიტანა.