გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი
Aa
Aa

დღეს ეს ყველაზე მეტად მომეწონა | სლოტი ასტონ ვილასთან გამარჯვების შემდეგ

პრემიერ ლიგაში ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ „ლივერპულმა'' წარუმატებელი სერია შეწყვიტა, „ენფილდზე'' „ასტონ ვილას'' 2:0 მოუგო. გოლები სალაჰისა და გრავენბეხის ანგარიშზეა.

გამარჯვების შემდეგ არნე სლოტმა TNT-თან ისაუბრა: „დღეს რაც ყველაზე მეტად მომეწონა არის ის, რომ თითოეული გრძნობდა ამ მატჩის მნიშვნელობას. ვსაუბრობ ჩემს ფეხბურთელებსა და კლუბის ქომაგებზე. დღეს ეს თითოეულისგან დავინახე. ეს ის მომენტი იყო, როცა უნდა გვეჩვენებინა, რომ კვლავ აქ ვართ.

ფეხბურთში გოლები დიდ განსხვავებას ქმნის. არ ვარ ძალიან დარწმუნებული, მაგრამ შესაძლოა სხვა მატჩებში უფრო მეტი შანსი შევქმნათ.

ყოველთვის ელოდები ჩემპიონთა ლიგის ღამეს. „რეალთან’’ მატჩი კიდევ უფრო განსაკუთრებულია, ეს არის გამოწვევა, რომელსაც მოუთმენლად ელი’’.

„ასტონ ვილასთან'' „ლივერპულის'' კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც პრემიერ ლიგაში მეოთხედ ითამაშა და პირველად გაიმარჯვა. ასევე, დღეს რთული დარტყმები მოიგერია და პრემიერ ლიგაში კარი მშრალად პირველად შეინახა.

მერსისაიდელები შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში მადრიდის „რეალთან'' გამართავენ. მატჩი სამშაბათს ღამე „ენფილდზე'' გაიმართება, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები