მე-4 გოლი ბოლო ხუთ მატჩში | დავითაშვილი ბომბარდირობისთვის იბრძვის
საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილმა მორიგი გოლი „რედ სტარს’’ გაუტანა, პირველი ტაიმის შემდეგ „რედ სტარი’’ 2:0-ს იგებდა, 72-ე წუთზე ქართველმა შემტევმა ჯარიმიდან გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.
ზურიკო რედ სტარის წინააღმდეგ
ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ბოლო ხუთ შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ორ ფეხბურთელს, ტავფიკ ბენტაიებს (8 გოლი) და დემიენ დურანდს (7 გოლი) ჩამორჩება.
ზურიკო კარგ ფორმაშია და გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშს იმსახურებს. სამწუხაროა, რომ 24 წლის ასაკში დროს რანგით მეორე ლიგაში კარგავს. ვიმედოვნოთ, ზამთარში უფრო ძლიერ ჩემპიონატსა და კლუბში გადავა.
„სენტ-ეტიენი’’ არასტაბილურია, ბოლო 4 მატჩიდან 3 დათმო, ამიტომაც ლიდერობა დაკარგა, 23 ქულით მესამე ადგილზეა და პირველზე მყოფ „ტრუას’’ 4 ქულით ჩამორჩება. „ტრუას’’ მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშია. თუ მოიგებს, კონკურენტებთან სხვაობას გაზრდის.