საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

რუნიაიჩმა გოგლიჩიძე სკამზე დატოვა | უდინეზემ ძანიოლოს გოლით ატალანტას მოუგო

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში „უდინეზემ’’ შინ „ატალანტა’’ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ჰასან კამარას საგოლე პასით ნიკოლო ძანიოლომ გაიტანა.

„უდინეზეს’’ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა „იუვენტუსთან’’ ცუდად ჩატარებული მატჩის შემდეგ საბა გოგლიჩიძე სათადარიგოთა სკამზე დასვა, ცვლილებაზეც არ გამოუყვანია.

ზედიზედ ოთხ მატჩში რუნიაიჩი ცენტრალურ დაცვაში გოგლიჩიძე-კაბასელე-სოლეს ტრიოს ათამაშებდა, თუმცა „იუვენტუსთან’’ მატჩის შემდეგ საბა სკამზე აღმოჩნდა და რუნიაიჩმა სასტარტო 11-ეულში კაბასელესთან და სოლეტთან ერთად ნიკოლა ბერტოლა დააყენა.

საინტერესოა რომ რუნიაიჩმა მეორე ტაიმში ბერტოლა გაიყვანა, თუმცა საბა სკამზე დატოვა. ბერტოლა 17 წლის გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა მატეო პალმამ შეცვალა. პალმამ სერია A-ში მხოლოდ მესამედ ითამაშა.

საბა გოგლიჩიძე სერია A-ში მეორე სეზონს ატარებს, ზაფხულში „ემპოლიდან’’ „უდინეზეში’’ გადავიდა. იტალიის ჩემპიონატში 10-დან შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა, „ატალანტასთან’’ შეხვედრამდე ზედიზედ ოთხ მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, თუმცა „იუვენტუსთან’’ დაშვებული შეცდომები მის სათამაშო დროზე უარყოფითად აისახა.  „ატალანტასთან'' მატჩის წინ რუნიაიჩმა საბას შესახებ თქვა: 

„ზრდის პროცესში შეცდომები ნორმალურია. სხვა საკითხია, იყო თუ არა მეორე პენალტი, მაგრამ ის თავის საქმეს აკეთებს, სწორ გზაზეა, ბევრს მუშაობს, რომ ჩვენი თამაშის მექანიზმებში კარგად გაერკვეს. „იუვენტუსთან“ ბევრ მომენტში კარგი იყო, რამდენიმე შეცდომის გამო თუნდაც იმიტომ არ ვადანაშუალებ, რომ მხოლოდ 21 წლისაა''.

რუნიაიჩის სიტყვებიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ როტაციას კიდევ მიმართავს და საბა სათამაშო დროს კვლავ მიიღებს.

„უდინეზემ’’ ათ ტურში 15 ქულა დააგროვა (4 მოგება, 3 ფრე, 3 მარცხი), 12 გოლი გაიტანა და 15 გაუშვა. ამ მომენტში 15 ქულით მე-8 ადგილზეა. ტური ჯერ არ დასრულებულა. მე-11 ტურში, 9 ნოემბერს „უდინეზე'' „რომას'' ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუმ უგოლო სერია დაასრულა | ჰაიდენჰაიმმა აინტრახტს ქულები დააკარგვინა
ბუდუმ უგოლო სერია დაასრულა | ჰაიდენჰაიმმა აინტრახტს ქულები დააკარგვინა