ერთმა ტრავმა მიიღო, მეორე გააძევეს | უგანდის ნაკრებს სამი მეკარის გამოყენება მოუწია
Aa
Aa

ერთმა ტრავმა მიიღო, მეორე გააძევეს | უგანდის ნაკრებს სამი მეკარის გამოყენება მოუწია

აფრიკის თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში უგანდა ნიგერიას დაუპირისპირდა. „წეროებს“ „სუპერ არწივებთან“ მინიმუმ ქულის მოპოვება ესაჭიროებოდათ, თუმცა 1:3 დამარცხდნენ და კონტინენტის პირველობას გამოეთიშნენ.

მატჩის მიმდინარეობისას იშვიათი ფაქტი დაფიქსირდა — 15 წუთის ინტერვალში უგანდის ნაკრებში სამმა მეკარემ ითამაშა. შეხვედრის 46-ე წუთზე „წეროების“ ძირითადმა გოლკიპერმა, დენის მასინდე ონიანგომ, ტრავმა მიიღო და მთავარ მწვრთნელს, პოლ პუტს, მისი შეცვლა მოუწია. ონიანგოს ნაცვლად მოედანზე სალიმ მაგულა შევიდა.

56-ე წუთზე უგანდა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაგულამ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა. შედეგად, პუტს მესამე მეკარის გამოყენება მოუწია და მოედანზე ნაფიან ალიონზი შემოიყვანა.

საინტერესოა ისიც, რომ უგანდის ნაკრებს ტურნირთან დაკავშირებით კიდევ ერთი უცნაური დეტალი უკავშირდება — „წეროები“ მაროკოში, სადაც აფრიკის თასი იმართება, პირველები ჩაფრინდნენ. თუმცა მათდა სამწუხაროდ, პუტი და მისი გუნდი სამშობლოშიც ერთ-ერთი პირველები ბრუნდებიან…

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
35 წლის ასაკში - პიანიჩმა კარიერა დაასრულა
35 წლის ასაკში - პიანიჩმა კარიერა დაასრულა