ბერნარდუ სილვა შესაძლოა ბარსელონაში გადავიდეს
„მანჩესტერ სიტის“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ, შესაძლოა კარიერა კატალონიურ „ბარსელონაში“ განაგრძოს. ამის შესახებ Fichajes-ი წერს.
წყაროს ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელი ესპანური კლუბის ყურადღებას იპყრობს - მისი გუნდში ხილვა „ბლაუგრანას“ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას სურს.
ბერნარდუს შეთანხმება „მანჩესტერ სიტისთან“ 2026 წლის ზაფხულში იწურება, მისი გუნდიდან წასვლა კი პრაქტიკულად გადაწყვეტილი საკითხია.
სილვას მიმართ ყურადღებას იჩენენ აგრეთვე არაბული კლუბები, სადაც მას მნიშვნელოვნად უფრო მაღალ ხელფასს სთავაზობენ, ვიდრე ესპანეთში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბერნარდუმ ყველა ტურნირზე, 23 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა
გეტყვით ასევე, რომ ის „ქალაქელების“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს. Transfermarkt-ზე პორტუგალიელის ღირებულება 27 მილიონ ევროს შეადგენს.