ვულვერჰემპტონის ანტირეკორდი | პირველი წრე მოგების გარეშე
პრემიერლიგის მე-19 ტურში „ვულვერჰემპტონი“ სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუზავდა 1:1 - ჯოშუა ზირზკეს გოლს „ვულვერჰემპტონმა“ ლადისლავ კრეიჩის გოლით უპასუხეს. ამგვარად, „ვულვერჰემპტონმა“ ინგლისის უმაღლესი დივიზიონის ბოლო 123 წელიწადში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.
კერძოდ, პრემიერლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ „მგლებს“ არც ერთი გამარჯვება არ აქვთ (3 ფრე და 16 წაგება). აქამდე ინგლისის უმაღლესი დივიზიონის ისტორიაში ეს მხოლოდ ერთხელ მომხდარა - ანტირეკორდი პირველად 1902-03 წლების სეზონში „ბოლტონმა“ დააფიქსირა.
ცნობისთვის, გასული სეზონი „ვულვერჰემპტონმა“ მე-16 ადგილზე დაასრულა. მიმდინარე სეზონში „მგლებმა“ პირველი 5 მატჩი წააგეს, შემდეგ ზედიზედ ორჯერ ფრედ ითამაშეს (1:1 სტუმრად „ტოტენჰემთან“ და 1:1 შინ „ბრაიტონთან“). ამას მოჰყვა 13-მატჩიანი კატასტროფული სერია, როდესაც „ვულვზმა“ 25 გოლი გაუშვეს და მხოლოდ 5 გაიტანეს.
ცნობისთვის, სეზონის დასაწყისში გუნდს პორტუგალიელი ვიტორ პერეირა წვრთნიდა, რომელიც თანამდებობიდან 2 ნოემბერს გადააყენეს. მის ნაცვლად „მგლები“ უელსელმა რობ ედვარდსმა ჩაიბარა, რომელმაც პირველი ქულის აღება მხოლოდ გუშინ, „ოლდ ტრაფორდზე“ შეძლო.