ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

ბარსელონა, იუვენტუსი თუ ინტერი? კანსელუ შესაძალოა ევროპაში დაბრუნდეს

„ალ-ჰილალის“ პორტუგალიელი მცველი, ჟოაუ კანსელუ დიდი ალბათობით  კლუბს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო წერს.

წყაროს ინფორმაციით, „ინტერმა“ მიმართა „ალ-ჰილალს“ კითხვით იჯარის პირობებისა და გარიგების შესაძლო სტრუქტურის შესახებ.

აღინიშნება, რომ „ბარსელონა“ და „იუვენტუსიც“ ასევე დაუკავშირდნენ არაბულ კლუბს ბოლო 48 საათის განმავლობაში, რათა გაეგოთ სიტუაცია კანსელუსთან დაკავშირებით.

31 წლის ჟოაუ „ალ-ჰილალში“ 2024 წლის ზაფხულიდან გამოდის. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჩაატარა ექვსი მატჩი კლუბის დონეზე, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ორი შედეგიანი გადაცემა.

მისი მოქმედი კონტრაქტი კლუბთან გათვლილია 2027 წლის ივნისის ბოლომდე. Transfermarkt-ზე პორტუგალიელის საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა.

მანამდე პორტუგალიელი გამოდიოდა როგორც „ინტერში“, ისე „ბარსელონასა“ და „იუვენტუსში“. ამ კლუბების გარდა, კანსელუ თამაშობდა „ბაიერნის“, „მანჩესტერ სიტის“, „ვალენსიასა“ და „ბენფიკას“ შემადგენლობაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა“ | საფეხბურთო ანალიტიკოსი ჩაკვეზე
„მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა“ | საფეხბურთო ანალიტიკოსი ჩაკვეზე