კანელო ალვარესი, ტერენს კროუფორდი
Aa
Aa

მსაჯების გადაწყვეტილებით - ტერენს კროუფორდმა კანელო ალვარესი დაამარცხა

კრივში წლის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება ლას ვეგასში გაიმართა. ამერიკელმა ტერენს კროუფორდმა სუპერსაშუალო წონაში მექსიკელი კანელო ალვარესი 12 რაუნდის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა – 116-112, 115-113, 115-113.

37 წლის ამერიკელმა მებრძოლმა აღნიშნული გამარჯვებით WBA, WBC, IBF, WBO და The Ring-ის Super Middleweight ტიტულები მოიპოვა.

ასევე კროუფორდი „ოთხ ქამრის ეპოქაში“ გახდა პირველი მამაკაცი მოკრივე, რომელმაც ერთდროულად სამი განსხვავებული წონითი კატეგორიის აბსოლუტური ჩემპიონობა იზეიმა (სუპერმსუბუქი, ქვემსუბუქი და სუპერსაშუალო).

გამარჯვება კროუფორდისთვის პროფესიონალურ კრივში 42-ე იყო, ის არ დამარცხებულა. რაც შეეხება 35 წლის კანელო ალვარესს, მის ანგარიშზე 63 მოგება და სამი მარცხია. სუპერსაშუალო ბრძოლაში მექსიკელი ბოლოს 2013 წელს ფლოიდ მეივეზერთან დამარცხდა.

ცნობისთვის, ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებას 70 482 მაყურებელი დაესწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმის გამო ვეღარ აგრძელებს - გურული ბრინჯაოს დასჯერდა
ტრავმის გამო ვეღარ აგრძელებს - გურული ბრინჯაოს დასჯერდა