გიორგი გველესიანი
Aa
Aa

101-დღიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა | გველესიანმა აზიის ჩემპიონთა ლიგა 2-ში ითამაშა

აზიის ჩემპიონთა ლიგა 2-ის (აზიაში რანგით მეორე საკლუბო ტურნირი) C ჯგუფში იორდანიის ჩემპიონმა „ალ-ჰუსეინმა’’ ირანულ „სეპაჰანს’’ 1:0 მოუგო.

„პერსეპოლისში’’ გატარებული 3 წლის შემდეგ 34 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი „სეპაჰანში’’ დაბრუნდა, დაბრუნების შემდეგ პირველად „ალ-ჰუსეინთან’’ ითამაშა. გველესიანი, რომელიც ორ ცენტრალურ მცველს შორის მარჯვენა ცენტრალური მცველი იყო, 76-ე წუთზე შეცვალეს. მე-11 წუთზე „ალ-ჰუსეინის'' სწრაფი შეტევა თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა და არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა. გაშვებული გოლის ეპიზოდში გველესიანი და მისი თანაგუნდელები შეცდნენ.

8 ივნისს გველესიანმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კაბო ვერდესთან ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მას შემდეგ დღეს პირველად ითამაშა. მისი უთამაშებლობის ხანგრძლივობა 101 დღეს შეადგენს, რაც სამ თვეზე მეტია. ზაფხულში თავისუფალი აგენტი იყო, აგვისტოს მიწურულს კონტრაქტი „სეპაჰანთან'' გააფორმა და ამ კლუბში დაბრუნების შემდეგ დღეს პირველად ითამაშა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების დაცვის ხაზში პრობლემებია, რაც თურქეთთან კარგად გამოჩნდა. მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დიდი კონკურენცია იყოს, ლაშა დვალის მსგავსად გველესიანმაც დაიწყო თამაში, მათი მოედანზე დაბრუნება ნაკრებში არსებულ კონკურენციაზე შესაძლოა დადებითად აისახოს.

შეგახსენებთ, ლაშა დვალმა სოფიის ცსკა-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და გუნდს საგოლე პასით დაეხმარა (იხილეთ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
N1 შეცდომას წარსულში ვტოვებთ? ტალანტი ალექს ბრეგაძე | კონტრ-შეტევა
N1 შეცდომას წარსულში ვტოვებთ? ტალანტი ალექს ბრეგაძე | კონტრ-შეტევა