ბენფიკა
Aa
Aa

ყარაბაღთან მარცხი არ აპატიეს - ბენფიკამ ბრუნო ლაჟე დაითხოვა

ჩემპიონთა ლიგის პირველი სათამაშო დღის მთავარი სენსაცია ლისაბონში დაფიქსირდა, სადაც „ბენფიკა“ მე-16 წუთისთვის „ყარაბაღს“ 2:0-ს უგებდა, თუმცა საბოლოო ჯამში 2:3 დამარცხდა. „არწივების“ მთავარ მწვრთნელს, ბრუნო ლაჟეს თავისი გუნდის ასეთი ცუდი სტარტი ძვირად დაუჯდა - ხელმძღვანელობამ მას კარისკენ მიუთითა.

„სხვა შედეგის მიღწევა გვსურდა. კარგად დავიწყეთ მატჩი, შესანიშნავი 30 წუთი გვქონდა, თუმცა პირველმა გამშვებულმა გოლმა დაგვასუსტა, რის შემდეგაც საკუთარი თამაში ვეღარ ვიპოვეთ. გუნდმა ასეთ მძიმე მარცხებზე რეაგირება უნდა იცოდეს“, - განაცხადა მატჩის შემდეგ ლაჟემ, თუმცა „ბენფიკაში“ არსებული პრობლემების მოგვარება მისი საქმე უკვე აღარ იქნება.

მატჩის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა, რუი კოშტამ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლება. პორტუგალიელი ჟურნალისტების კითხვაზე, იქნება თუ არა ეს ჟოზე მოურინიო, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა, კოშტამ პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის თქვა, რომ ლაჟეს შემცვლელი „გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე მწვრთნელი“ იქნება.

ცნობისთვის, ლაჟემ „არწივები“ 2024 წლის სექტემბერში ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით კლუბმა პორტუგალიური ლიგის თასი მოიგო, მანამდე კი, 2019 წელს ლაჟე „ბენფიკა“ პორტუგალიის ჩემპიონი გახადა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, 4 ტურის შემდეგ „ბენფიკა“ სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზეა და სხვებთან შედარებით, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჩემი გუნდი გაახალგაზრდავდა“ - სლოტი ატლეტიკოსთან მატჩის წინ
“ჩემი გუნდი გაახალგაზრდავდა“ - სლოტი ატლეტიკოსთან მატჩის წინ