ტოტენჰემის მცველებთან გაუჭირდა | მიქაუტაძის გუნდი ტოტენჰემთან დამარცხდა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში „ტოტენჰემმა’’ შინ „ვილიარეალს’’ 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე გავიდა, სტუმართა მეკარის ლუის ჟუნიორის ავტოგოლი ამ მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი „ყვითელი წყალქვეშა ნავის'' სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა, შეტევაში მნიშვნელოვანს ვერაფერს ქმნიდა, თუმცა მატჩის მიწურულს, 84-ე წუთზე „ტოტენჰემის'' მცველებს გაასწრო, მის წინააღმდეგ თამაშის წესი მიკი ვან დე ვენმა დაირღვა. ნიდერლანდელმა მცველმა ყვითელი ბარათი მიიღო, განმეორებით ჩვენებაზე კარგად დავინახეთ, რომ პენალტი არ იყო და „ტოტენჰემის'' საჯარიმოსთან სტანდარტული დარტყმა დაინიშნა.
თუ გასულ სეზონსაც გავიხსენებთ, მიქაუტაძეს ინგლისურ კლუბებთან თამაში უჭირს, გასულ სეზონში „ლიონში'' ყოფნისას „მან. იუნაიტედთან'' არაფერი გამოუვიდა, დღესაც ანალოგიურად იყო თუ ზემოთაღნიშნულ მომენტს არ ჩავთვლით, როცა მიკი ვან დე ვენი გააფრთხილეს. კიდევ ერთი ფაქტია გასათვალისწინებელი, მიქაუტაძე „ვილიარეალში'' ახალი გადასულია და ადაპტირებისთვის დრო სჭირდება.