ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„რთული საღამო ჰქონდა“ - ესპანური მედია მიქაუტაძის თამაშზე

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ სტუმრად ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

ამ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის ჩემპიონთა ლიგური დებიუტი შედგა. ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მიქაუტაძეს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და ზოგადად, „ვილიარეალმა“ კარის მიმართულებით ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რამდენიმე ესპანურმა სააგენტომ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა:

Eldesmarque – 4 ქულა: რბილად რომ ვთქვათ, ქართველის მხრიდან საკმაოდ ფრთხილი თამაში იყო. მოედანზე შეუმჩნეველი იყო და თანაგუნდელებს შეტევაში ხელს ვერ უწყობდა, სანამ მეორე ნახევარში, მეტოქის საჯარიმოსთან ჯარიმა არ გამოიმუშავა.

Sportsdunia – 5.5 ქულა: რთული საღამო ჰქონდა. რამდენიმე პასი გააკეთა და შეტევაში, როდესაც მეკარესთან პირისპირ უნდა გასულიყო, ბურთი ცუდად დაიმორჩილა და საბოლოოდ, მეტოქე დააჯარიმა. დარტყმაც არ ჰქონია. ეს მატჩი მისთვის იმედგაცრუების მომტანი გამოცდილება იყო, რადგან თამაშში ჩართვას ვერ ახერხებდა.

„ვილიარეალი“ მომდევნო შეხვედრას ლა ლიგაში, 20 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ოსასუნასთან“ გამართავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 1 ოქტომბერს, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამაყი და იმედგაცრუებული ვარ“ - მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის შემდეგ
„ამაყი და იმედგაცრუებული ვარ“ - მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის შემდეგ