ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
Aa
Aa

ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა - რეალმა ტრენტი 6-8 კვირით დაკარგა

მადრიდის „რეალის“ ინგლისელი მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი გუნდს 6-8 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ინფორმაცია ტრენტისთვის ჩატარებული გამოკვლევების თაობაზე „სამეფო კლუბის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩატარებულმა გამოკვლევებით დიაგნოსტირებულია მარცხენა ფეხის ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა. ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების ვადები დამოკიდებული იქნება რეაბილიტაციის მიმდინარეობაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ესპანური Marca წერს, რომ ინგლისელი განაპირა მცველი 6-დან 8 კვირამდე იუქმებს.

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, „მარსელთან“ მატჩში მიიღო. მე-5 წუთზე ის დანი კარვახალმა შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ესპანეთის ნაკრებში არ გაუფრთხილდნენ“ - ფლიკმა იამალის ტრავმა დაადასტურა
„ესპანეთის ნაკრებში არ გაუფრთხილდნენ“ - ფლიკმა იამალის ტრავმა დაადასტურა