ანტონიო რუდიგერი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ამაზე მეტად არაფერი მძულს“ - რუდიგერმა გულშემატკივრებს მიმართა

როგორც მოგეხსენებათ, ანტონიო რუდიგერმა ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც 3 თვეს გამოტოვებს.

ამასთან დაკავშირებით, გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა ინსტაგრამის საკუთარი გვერდის მეშვეობით მიმართვა გაავრცელა.

რას წერს რუდიგერი?

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ, რაც შეიძლება მალე 100%-ით საუკეთესო ფორმაში დავბრუნდე. წარუმატებლობები ადრეც გამომიცდია. მე ისევ დავბრუნდი ! ყოველთვის!

დიდი მადლობა თქვენი ყველა შეტყობინებისთვის. მე ნამდვილად ვაფასებ თითოეულ მათგანს. როგორც ყველამ იცით, არაფერი მძულს იმაზე მეტად, ვიდრე ის, რომ არ შემიძლია ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვიყო და კლუბისთვის ვიბრძოლო.“

შეგახსენებთ, რომ MARCA-ს ინფორმაციით, რუდიგერმა დაზიანება სოსიედადთან მატჩისწინა ვარჯიშზე მიიღო.

ოფიციალურ განცხადებაში წერია: „ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რუდიგერს მარცხენა ფეხის ბარძაყის ტრავმა აქვს.“

ასევე შეგახსენებთ, ბლანკოსმა ლა ლიგის მე-4 ტურში სოსიედადი მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატს ერთპიროვნულად 12 ქულით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძის გამარჯვება | 10-კაციანმა ქასიმფაშამ ქარაგიუმრუქს მოუგო
არველაძის გამარჯვება | 10-კაციანმა ქასიმფაშამ ქარაგიუმრუქს მოუგო