ატალანტა, ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

“პენალტის დამრტყმელს მე ვირჩევ“ - ენრიკე ატალანტასთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში პარი სენ ჟერმენმა ატალანტას უმასპინძლა და მარტივად 4:0 დაამარცხა.

გამარჯვებაში თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელმაც ბერგამოულ კლუბს ეფექტური გოლი გაუტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.

ლუის ენრიკე:

„ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე კარგი დაწყება იყო. ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. მომეწონა მენტალიტეტი და დაძაბულობა. ძალიან მაღალ ზეწოლას გავუმკლავდით და ბევრი შანსი შევქმენით. კარგად გვესმოდა ამ მატჩის მნიშვნელობა, როგორც კლუბისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის.

ნევეშზე ვერაფერს გეტყვით, მან გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს. ყოველთვის უკეთესია გქონდეს ინფორმაცია და უკეთესი ხედვა. ჩვენი ამბიციების გზა 2 წლის წინ დაიწყო. გაუმჯობესება კიდევ შეგვიძლია. პენალტის დამრტყმელს მე ვარჩევ. ჩვენ ბევრი დამრტყმელი გვყავს. ბრედლის პენალტიდან არასდროს გაუტანია და ვფიქრობდი, რომ დღეს ამას შეძლებდა. თერთმეტმეტრიანის ბევრი შემსრულებელი გვყავს. მაგალითად ვიტინია, დემბელე, მენდეში და გონსალუ რამუში.“

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში ლუის ერნიკეს გუნდი კატალონიის ბარსელონას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება პირველი ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

კვარას მომენტები VS ატალანტა

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ ფენომენალური მასშტაბები შეიძინა“ - ფრანგული მედიის გამოხმაურება
„კვარამ ფენომენალური მასშტაბები შეიძინა“ - ფრანგული მედიის გამოხმაურება