გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

ვერონა ერთადერთი არაა | კვერნაძე სერია A-ს კლუბების რადარებზეა

„ფროზინონეს“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე იტალიური კლუბების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. „ვერონას“ ინტერესის შესახებ უკვე დავწერეთ და როგორც Alefrosinone წერს, ახალგაზრდა გარემარბს სერია A-ს კიდევ ერთი კლუბი აკვირდება.

იტალიური გამოცემის მიხედვით, კვერნაძით „კალიარი“ დაინტერესდა. როგორც Alefrosinone აცხადებს, მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მათ ტრანსფერი განიხილეს. „ფროზინონეს“ კონკრეტული წინადადება ჯერ არ მიუღია, მაგრამ შესაძლოა, ვითარება უახლოეს პერიოდში შეიცვალოს.

2024/25 წლების სეზონში, კვერნაძემ მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 1.5 მილიონი ევროა და გიორგის „ფროზინონესთან“ ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

„კალიარიმ“ გასულ სეზონში 36 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიცია დაიკავა. „ვერონას“ რაც შეეხება, მათ „როსობლუს“ ერთი ქულით გაუსწრეს და მე-14 ადგილზე გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპაში ყველაზე ყურებადი მოთამაშეა“ - DAZN კვარასა და მსოფლიოს საკლუბოზე
„ევროპაში ყველაზე ყურებადი მოთამაშეა“ - DAZN კვარასა და მსოფლიოს საკლუბოზე