„ევროპაში ყველაზე ყურებადი მოთამაშეა“ - DAZN კვარასა და მსოფლიოს საკლუბოზე
პოპულარული საფეხბურთო გამოცემა DAZN-ი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად ტურნირის შესახებ აქტიურად წერს და ამჯერად პოტენციური ბომბარდირები შემოგვთავაზა.
სიაშია ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც ზედმეტად დიდი კოეფიციენტი მიენიჭა და DAZN-ი ამას უსამართლოდ მიიჩნევს.
„ქართველი გარემარბი ცნობილია თავისი დრიბლინგით, სიღრმიდან იწყებს და საჯარიმოში შერბის, მცველებს ერთმანეთს ანარცხებს. მან ლიგის ფინალშიც გაიტანა. მას აქვს კლასი და ნამდვილად შეუძლია ეს ტურნირი გაანათოს.
ბომბარდირობაზე მისი კოეფიციენტი 25-ს უტოლდება. შესაძლოა კვარაცხელიას ზედმეტად დიდი ფსონი მისცეს და ეს უსამართლობაა. მაგალითად, მესის ბომბარდირობას კოეფიციენტი 16 აქვს. დიახ, ლეო უდავოდ საუკეთესო მოთამაშეა, ვისაც როდისმე ბუცები ჩაუცვამს, მაგრამ ინტერ მაიამისთვის ჯგუფიდან გასვლაც რთული იქნება და რა თქმა უნდა, ეს არგენტინელის შანსებს ამცირებს.
თუ პსჟ ტურნირზე შორს წავა, შეგიძლიათ ხვიჩაზე ფსონი განათავსოთ. მე ვამბობ, რომ ის ამჟამად ევროპაში ყველაზე თვალსაჩინო, ყურებადი და პოპულარული ფეხბურთელია. მარტივად, რომ ვთქვათ მისი კოეფიციენტი 25/1-ზე ზედმეტად უსამართლოდ ჩანს“.
ტურნირის ბომბარდირობაზე მთავარ ფავორიტად კილიან მბაპე ითვლება. მის შემდეგ კეინი, ჰოლანდი და გირასი მოდიან.