საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ახალი მსურველები გამოუჩნდნენ | გოგლიჩიძეს ტრანსფერზე 4 კლუბი ფიქრობს

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სერია B-ში დაქვეითდა და დიდი შანსია, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ქართველმა ფეხბურთელმა ადგილსამყოფელი გამოიცვალოს. გოგლიჩიძეს ახალი მსურველები გამოუჩნდნენ და მისით სერია A-ს წარმომადგენლები ინტერესდებიან.

Tuttomercatoweb=ის ინფორმაციით, „რომას“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ჯან პიერო გასპერინის დაცვის ხაზის გაძლიერება სურს. ერთ-ერთი, ვის ტრანსფერსაც „ჯალოროსი“ განიხილავს, სწორედ გოგლიჩიძეა. იტალიური გამოცემის მიხედვით, „რომასა“ და „ემპოლის“ შორის, საბას თაობაზე, მოლაპარაკებები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მიმდინარეობდა, მაგრამ მხარეებმა საერთო ენა ფინანსური საკითხების გამო ვერ გამონახეს.

წარუმატებლობის მიუხედავად, „ჯალოროსის“ ქართველი ფეხბურთელი არ დავიწყებია. „რომა“ აპირებს „ემპოლის“ დაუკავშირდეს და საბას გადაბირება კიდევ ერთხელ სცადოს. Tuttomercatoweb-ის მიხედვით, დედაქალაქელთა გარდა, გოგლიჩიძეს „პარმა“, „ფიორენტინა“ და „ლაციო“ აკვირდებიან.

ცნობისთვის, გოგლიჩიძემ იტალიაში გადასვლიდან პირველივე სრულ სეზონში „ემპოლის“ მაისურით სერია A-ში 33 მატჩი ჩაატარა და ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად იქცა. იტალიური პრესის მიხედვით, მისი ღირებულება 7-8 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისე იქცეოდნენ, თითქოს MMA მათ გამოიგონეს“, -ილიამ მახაჩევის გუნდი გააკრიტიკა
„ისე იქცეოდნენ, თითქოს MMA მათ გამოიგონეს“, -ილიამ მახაჩევის გუნდი გააკრიტიკა