„ისე იქცეოდნენ, თითქოს MMA მათ გამოიგონეს“, -ილიამ მახაჩევის გუნდი გააკრიტიკა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის პრეტენდენტმა, ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევის გუნდი გააკრიტიკა და მათ ქცევა დაუწუნა.
„ისლამ მახაჩევი და ხაბიბ ნურმაგომედოვი ამბობდნენ, რომ მე ვალდებული ვარ, საპრეტენდენტო ჩხუბი ჩავატარო. ისე იქცეოდნენ, თითქოს MMA მათ გამოიგონეს. მინდოდა მეთქვა: „ბიჭებო, მოდუნდით. ისიამოვნეთ მზით და აკეთეთ ის, რასაც გეუბნებიან. საუბრები საპრეტენდენტო ჩხუბზე მათი პირადად დაიწყეს. ისლამი ყვიროდა: „არ დავტოვებ ქამარს, ილიამ სატიტულო ჩხუბი უნდა დაიმსახუროს!“. ახლა ნახეთ, როგორ განვითარდა ყველაფერი: ისლამს აიძულეს, ქამარი ვაკანტური გაეხადა, მე კი სატიტულო შანსი ეგრევე მოვიპოვე“, - თქვა ქართველმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, რომ მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის ერთმანეთს ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირდებიან. მათი ორთაბრძოლა საერთაშორისო ჩხუბის კვირის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება.
რაც შეეხება მახაჩევს, დაღესტნელმა ბოლოს 18 იანვარს, UFC 311-ზე იჩხუბა. მისი მეტოქე არმან ცარუკიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა.
ამის შემდეგ, ისლამის მეტოქე რენატო მოიკანო გახდა, რომელიც პირველივე რაუნდში დაამარცხა. მაისის დასაწყისში, მახაჩევმა მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში ავიდა.