ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„პედის ვერ ვიტან“ - თოფურიას სურს, რომ მისი მომდევნო მეტოქე პიმბლეტი იყოს

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის პრეტენდენტმა, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ პედი პიმბლეტთან ჩხუბის მიღება სურს.

„ელ მატადორმა“ ესპანურ მედიასთან ინტერვიუს დროს, „ბედის“ ფარისეველი უწოდა.

„ერთხელ მან მითხრა: მე მეინ ქარდზე ვჩხუბობ, შენ კი პრელიმებზეო. ახლა მე 2 ქამარი მაქვს და რას მიაღწია ამ „ლუზერმა“? იმსახურებს კი საერთოდ ჩემთან ჩხუბს. მე რომ მომდევნო მეტოქის არჩევა შემეძლოს, პიმპლეტთან ვიჩხუბებდი. მას ვერ ვიტან. ის ნერვებს მიშლის - ნამდვილი ეკალია უკანალში. მოხარული ვიქნები, გულშემატკივრებს ეს ჩხუბი ვაჩუქო“, - თქვა ქართველმა მებრძოლმა.

შეგახსენებთ, რომ მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის ერთმანეთს ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირდებიან. მათი ორთაბრძოლა საერთაშორისო ჩხუბის კვირის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება.

როგორც მოგეხსენებათ, პიმბლეტსა და თოფურიას დაძაბული ურთიერთობა აქვთ და პედი აცხადებს, რომ მისი და ილიას ჩხუბი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა იქნება.

„ბედი“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბში, ილიას მხარესაა, რადგან ამ შემთხვევაში, საჩემპიონო ორთაბრძოლას სწრაფად მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმართან რემატჩი? ჯერ 1-2 ჩხუბი კიდევ მოიგოს“ | დვალიშვილის მწვრთნელი
„უმართან რემატჩი? ჯერ 1-2 ჩხუბი კიდევ მოიგოს“ | დვალიშვილის მწვრთნელი